წეროვანში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში სასწრაფოდახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა.ახალგორი-ქურთას 3 ბრიგადიანი ფილიალის 40 თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაოპირობებში გააგრძელებს.წეროვანის რაიონული სამსახურის ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაადაპროექტებული, რომელიც განახლებული ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი.ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.აღსანიშნავია ისიც, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის პერიოდიგამოძახებიდან, დანიშნულების ადგილამდე კიდევ უფრო შემცირდება.მინისტრი სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში ცენტრის დირექტორის მოვალეობისშემსრულებელთან დავით ტორუასთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურსაკითხთა კომიტეტის წევრთან დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტისმერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფორწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად იმყოფებოდა.პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასადა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება