სოფელ ნახიდურში ახალი გზა მოეწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნახიდურში მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან, ერთად შიდა საავტომობილო გზის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი 550 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე,მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება