fbpx

სააკაშვილს ამ დრომდე თავის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია

სოციალურ ქსელში და  ქართული ონლაინ-მედიის ზოგიერთი საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს COVID 19 დაუდასტურდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ინფორმაციის გამავრცელებლები ეყრდნობიან უკრაინული “ვესტის” მიერ გამოქვეყნებულ მასალას

“ვესტის” მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში შედგა შეხვედრა, რომელსაც რეფორმების ეროვნული საბჭოს ახლადარჩეული ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. გავრცელებული “ახალი ამბების” მიხედვით, სააკაშვილი ადგილზე, შეამოწმეს სწრაფი ტესტით, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება. “ვესტი” აქვეყნებს უკრაინელი პოლიტიკოსის სერგეი ლეშჩენკოს კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი ჯანმრთელია.

თავად სააკაშვილს, ამ დრომდე, კომენტარი არ გაუკეთებია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება