fbpx

ისრაელში ჩინეთის ელჩი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მედიის ინფორმაციით, ისრაელში ჩინეთის ელჩი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

“ბიბისის” ცნობით, ელჩი დუ ვეი თელ ავივის გარეუბანში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში, საწოლში ნახეს გარდაცვლილი.

ჯერ-ჯერობით უცნობია ჩინეთის ელჩის გარდაცვალების მიზეზი. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.

ჩინელი დიპლომატი 58 წლის იყო. დუ ვეი ისრაელში ჩინეთის ელჩად მიმდინარე წლის თებერვალში დანიშნეს. მანამდე ჩინელი დიპლომატი უკრაინაში ჩინეთის წარმომადგენლად მუშაობდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება