fbpx

ესპანეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კიდევ ერთი თვით, ივნისის ბოლომდე, გეგმავს

ესპანეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას კიდევ ერთი თვით, ივნისის ბოლომდე, გეგმავს,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ეს ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია,“ – აღნიშნა სანჩესმა პრეს-კონფერენციაზე და დასძინა, რომ ის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის დაახლოებით ერთი თვით გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას ესპანეთის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციებით უპასუხა. ასობით ადამიანი ქუჩებში ქვაბებითა და ტაფებით ხელში გამოვიდა, მთავრობის ანტი -კრიზისული მოქმედებები და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გააპროტესტა და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა.

ცნობისათვის, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 27 563 ადამიანია დაღუპული, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 230 698-ს აღწევს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება