fbpx

ვინ მიიღებს მთავრობისგან ფულად დახმარებას…

საუბარია რამდენიმე მოწყვლად ჯგუფზე, რომელთაც სხვადასხვა ტიპის კომპენსაციები ექნებათ. ამაზე ვმუშაობთ, პრაქტიკულად ეს ყველაფერი დამუშავებულია, უბრალოდ ბოლო შეთანხმებებია დარჩენილი და ამასაც რამდენიმე დღეში გაიგებთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. 

რამდენი ლარი იქნება ზუსტად კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილების საკომპენსაციო პაკეტი, მინისტრის თქმით, ჯერ უცნობია.

კონკრეტულად 150 ლარი თუ 200 ლარი, ეს არ არის გადამწყვეტი, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს ექნებათ სხვადასხვა საკომპენსაციო პაკეტი, ერთი მხრივ რამდენად არის ეს ჯგუფი დაზარალებული და მეორე მხრივ, რამდენად არის ჩვენი რესურსები ამისთვის სამყოფი. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ… არის ბევრი და სხვადასხვა კომპონენტიანი პაკეტი, მალევე გაცხადდება და იქ გაიგებთ ციფრებს. ჯერ კიდევ ზუსტდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ დახმარებას მიიღებენ ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური. ამ ადამიანების იდენტიფიკაციას ხელისფლება შემოსავლების სამსახურში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოახდენს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში. არის შესაბამისი მონაცემთა ბაზა, სადაც არის სია და რეესტრი დასაქმებულების და ამის ანალიზის საფუძველზე მოხდება პირდაპირი დახმარების გაკეთება. ანალიზი გაკეთდება და გამოცხადდება ის პერიოდი, ის თანხა, ის მიზნობრივი ჯგუფი, ვისზეც ეს კომპენსაცია შედგება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება