fbpx

დარწმუნებული ვარ, ხალხი ძალიან ბედნიერი იქნება დიდი, მსუყე,მშვენიერი ჩეკის მიღებით, რომელზეც ჩემი სახელია-დონალდ ტრამპი

დარწმუნებული ვარ, ხალხი ძალიან ბედნიერი იქნება დიდი, მსუყე,მშვენიერი ჩეკის მიღებით, რომელზეც ჩემი სახელია -, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, ის კმაყოფილია.

”ამაზე ძალიან ბევრი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი სახელი იქნება დატანილი. კმაყოფილი ვარ. მათი დარიგება არ შეფერხდება. დარწმუნებული ვარ, ხალხი ძალიან ბედნიერი იქნება დიდი, მსუყე, მშვენიერი ჩეკის მიღებით, რომელზეც ჩემი სახელია, ”- აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, პანდემიის გამო, ეკონომიკური სტიმულირების პროგრამის ფარგლებში აშშ-ის მოქალაქებისთვის გაგზავნილ ჩეკებზე დონალდ ტრამპის ხელმოწერა იქნება დატანილი. ქვეყნის მთავრობისგან მოქალაქეები 1200 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

გაუზიარე!

Shares