fbpx

გუგა ქაშიბაძე – “ზოგიერთმა COVID-19-ის წინააღმდეგ ძალიან ცხელი წყალი დალია და დამწვრობა მიიღო”

გუგა ქაშიბაძის (დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის) განცხადებით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა მოქალაქეებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალიეს და ამით დამწვრობა მიიღეს.

ბუნებრივია ვერ გეტყვით რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მანვე ახსენა შემთხვევები, როცა ხელის სპირტიანი ხსნარით დამუშავებისა და სიგარეტის მოკიდების შემდეგ ხელზე ცეცხლი გაუჩნდათ.

გაუზიარე!

Shares