ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, მერის მოადგილე თურალ ვალიევთან ერთად, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის, „ბოლნელას“, სოლო კონცერტს დაესწრო.
ქალთა ანსამბლი „ბოლნელა“ 2012 წელს დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა დააფუძნა. მას შემდეგ ანსამბლს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართული ტრადიციული სიმღერის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
კონცერტზე შესრულდა ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები, ასევე ქართული საგალობლები. „ბოლნელასთან“ ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები „ორბელი“ და „ლალხორი“.
სოლო კონცერტს მერის მოადგილეებთან ერთად, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.