სამშვილდის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.სამშვილდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ველური ბუჩქნარის, ჯაგნარისა და სარეველა მცენარეებისგან გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.აქციაში მონაწილეობდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, მერის პირველი მოადგილე თემურ შუბითიძე, მოადგილე რამაზ გულბანი, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.სამუშაოების მიზანია ისტორიული ძეგლის ტერიტორიის მოწესრიგება, მისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენა და ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება