“ქართული ოცნების” დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ გადაინაცვლა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში. აღნიშნული ქალაქი და პროვინცია არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს ჰაბი, სადაც ოპერირებს არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის ხანგჭოუშია განთავსებული გიგანტი ჩინური კომპანია “ალიბაბა”.

ქალაქის მერიისა და ისტორიული ჩაის მუზეუმის მონახულების შემდეგ ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით “ქართული ოცნების” დელეგაციამ შეხვედრა გამართა…