სოფელ არდისუბანში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არდისუბანში, მე-6 ქუჩაზე, გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 190 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთი რეაბილიტირდება.მიმდინარე სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, პირველ მოადგილე თემურ შუბითიძესთან, მოადგილე რამაზ გულბანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.პროექტის ღირებულება 122 000 ლარამდეა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება