როსტომ მაგრაქველიძემ მასწავლებლების საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს მრავალწლიანი შრომისთვის, პროფესიის ერთგულებისა და არაერთი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. თქვენი საქმიანობა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანი მაგალითია“, — აღნიშნა როსტომ მაგრაქველიძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში პროფესიული განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს.
მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.