ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ მასწავლებლებს შეხვდნენ და მადლობის სიგელები გადასცეს.

როსტომ მაგრაქველიძემ მასწავლებლების საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მადლობა თითოეულ თქვენგანს მრავალწლიანი შრომისთვის, პროფესიის ერთგულებისა და არაერთი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. თქვენი საქმიანობა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანი მაგალითია“, — აღნიშნა როსტომ მაგრაქველიძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში პროფესიული განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს.
მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება