პერიოდში, რათა ერთობლივად შევქმნათ მეტად სამართლიანი, სანდო და ინკლუზიური ბაზრები მომხმარებლებისთვის,“ – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში ICPEN-ის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებელთა დაცვის ახალი და განვითარებადი უწყებების მხარდაჭერას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ბაზრების პირობებში, მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის გაძლიერებას.
ICPEN 1992 წელს დაარსებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების მიმართულებით, სხვადასხვა ქვეყნის უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს აერთიანებს. ქსელის მთავარი მიზანია მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
თბილისში დაგეგმილი პროგრამა 14 სექტემბერს, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სტუმრების მისასალმებელი მიღებითა და არაფორმალური შეხვედრით დაიწყება. 15-17 სექტემბერს გაიმართება კონფერენციის ძირითადი ნაწილი, რომელსაც გახსნიან GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და GCCA-ის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე.