გიორგი გამსახურდია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებას აფასებს, რომელმაც თქვა: „რა აძლევს ივანიშილს იმის გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება, უცნობია“
გიორგი გამსახურდიას თქმით, ბიძინა ივანიშვილზე იოტისხელა გადაცდომა ან კომპრომატი რომ იყოს „მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა გინდა ქვეყნის შიგნით და გინდა გარეთ და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ.“
გამსახურდია გოცირიძეს მოუწოდებს კარგად გაიაზროს მისი როლი საზოგადოებაში, რომელიც პირდაპირ 1990 იანი წლების პუტჩთან და ბნელეთთან ასოცირდება.
„ეს ერთ-ერთი ხანდაზმული იდიოტი ნაცპუტჩისტური სექტიდან, მორიგ თავის “ანალიზს” დებს. რატომ არის, სულ რომ ვინმეს ალაპარაკება გელანდებათ? ეგ იმიტომ, რომ ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, თქვე უსამშბლოებო, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა ბუნებაში, გადაცდომა და კომპრომატის მაგვარი, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა გინდა ქვეყნის შიგნით და გინდა გარეთ და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ.
ჯობია შენ ბინძურ ბელადს და შენსავით ბინძურ პოლიტიკურ მოკავშირეებს მიხედო და კარგად გაიაზრო შენი როლი საზოგადოებაში, რომელიც პირდაპირ 1990 იანი წლების პუტჩთან და ბნელეთთან ასოცირდება.“- წერს გამსახურდია.