პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის განცხადებას ეხმიანება.
მისი თქმით, საჭიროა, საზოგადოება გამოძიების დასრულებას დაელოდოს, რის შემდეგაც საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
„რადგან პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა საქმის ხელახალი გამოძიება, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას – მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ზოგადად, სენსიტიური თემაა და არ არის სასურველი, ასეთი ტიპის თემები გამოყენებული იქნეს პოლიტიკური პროცესებისთვის და ა.შ. თუ კი ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი აქვს იმასთან დაკავშირებით, მართლა მოხდა თუ არა სუიციდი, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა საზოგადოებას, კანონმდებლობის ფარგლებში, გააცნობს დეტალებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.