ლილოს დასახლებას მალე ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

ლილოს დასახლებაში 2026 წელს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება.მშენებლობის ბოლო ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე კახააბულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.„ლილოს დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ძალიანმნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, რადგან ამ დასახლებაშისაბავშო ბაღის დიდი საჭიროება არსებობდა. სამუშაოები რამდენიმე თვეშიმთლიანად დასრულდება, როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე – ეზო მთლიანადმოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ ყველა დეტალს განსაკუთრებულიმნიშვნელობა ექცევა და კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტებისშესაბამისი ბაღი გვექნება.პროექტის განხორციელების დროს გარკვეული პრობლემები გვქონდა. კომპანია,რომელიც დღეს სამუშაოებს ატარებს, ეს უკვე მეოთხე კომპანიაა. მანამდეარსებული კომპანიები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მათიგაშვება მოგვიწია“, – აღნიშნა კახა კალაძემმშენებლობის ძირითადი ეტაპი დასრულებულია. ამ დროისთვის შენობის აღჭურვა,კეთილმოწყობა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. ბაგა-ბაღი 12-ჯგუფიანი იქნება და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, ხოლო დასაქმდება 100-მდე ადამიანი. შენობა აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტებისშესაბამისად. ბაღის ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედნები ატრაქციონებითა დასაპარკო ინვენტარით.დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვისსააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახასამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი მამუკა ხაბარელიიმყოფებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება