fbpx

მომღერალი ნინი სუბლატი ,,მაკიაჟს,, უწუნებს ინფექციური კლინიკის დირექტორს: როგორ მინდა ეზუგბაიას მივვარდე და ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი გავუკეთო..

 “პრესა.ჯი” 07:21 03.04.2020

მომღერალმა ნინა სუბლატმა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მაკიაჟის გამო სოციალურ ქსელში გააკრიტიკა:

“როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე რამდენიმე წუთით ადრე მივვარდე ხოლმე ეზუგბაიას, გავუკეთო ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი და მოვდუნდე საბოლოოდ… რა საქციელია ეს ქალბატონო,” – დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილმა სუბლატი გააკრიტიკა, მომღერალმა კომენტარებში დაწერა, რომ ეს მისგან “უწყინარი ხუმრობაა” და ხალხს გაგებისკენ მოუწოდა.

გაუზიარე!

Shares