fbpx

მაია ცქიტიშვილი-შეგვიძლია მთავრობის მხრიდან მოვუწოდოთ ყველა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გადაიაზროს არსებული ვითარება!

სააგენტო ,,აიპრესის,, კითხვაზე საქართველოში მოქმედი, რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კვლავ, უარს აცხადებს, დააწესოს საშეღავათო პერიოდი ოქროს ლომბარდსა და სამომხმარებლო სესხზე. მოქალაქეებს კვლავ უწევთ, ყოველთვიური საპროცენტო შენატანის გადახდა. გეგმავს თუ არა, სახელმწიფო, აამოქმედოს რაიმე მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, მომხმარებლებს შესთავაზოს საშეღავათო პერიოდი, გაათავისუფლონ დროებით საპროცენტო შენატანისგან?!” ვიცე-პრემიერი პასუხობს:

შეგვიძლია მთავრობის მხრიდან მოვუწოდოთ ყველა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელსაც სამწუხაროდ არ აქვს მიღებული ეს გადაწყვეტილება, გადაიაზროს არსებული ვითარება!

მოდით, დავიცვათ იმ თანამოქალაქეების ინტერესებიც, ვინც ხვალ, ზეგ გახდებიან ასევე ჩვენი ბიზნესის მომხმარებლები. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, უნდა ესმოდეს, ეს არის მათი კლიენტურა. როცა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ მოქალაქეებ, ეს ადამიანები აირჩევენ სხვა უფრო საიმედო, სანდო, პასუხისმგებლიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.

გაუზიარე!

Shares