fbpx

6 წელი გორის ჰოსპიტალში უნდა მოიხადოს?!-მიხეილ სარჯველაძე

მენიშნა, რომ დაიწყო ჯაჭვის შეკვრა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს სააკაშვილის ყოფნა გორის ჰოსპიტალში, როგორც ჩანს მისთვის გორის ჰოსპიტალში ყოფნა უფრო კომფორტულია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამბობდნენ, რომ კედელ-კედელ დადის და გადაადგილება უჭირსო, შემდეგ რაც სასამართლოზე ვიხილეთ იგივე მდგომარეობა არ არის. იმის გამო, რომ ნოემბრის დასაწყისში სააკაშვილს ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა ჰქონდა, ამის გამო 6 წელი გორის ჰოსპიტალში უნდა მოიხადოს?! ობიექტურად, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს, დიახ ის უნდა დარჩეს გორის ჰოსპიტალში, მაგრამ რაც წამს ის ობიექტური საჭიროება აღარ იქნება და შესაძლებელი გახდება გარკვეული თერაპიული კურსი ან მკურნალობა გაიაროს არა გორის ჰოსპიტალში, არამედ რუსთავში ან გლდანის დაწესებულებაში, ბუნებრივია ეს გამოიწვევს მისი მდებარეობის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებას, ეს ლოგიკურია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება