fbpx

ერთი ავადმყოფის მკურნალობა მონოკლონური ანტისხეულებით 2 400 დოლარი ჯდება კლინიკაში,მარაგი გვაქვს-თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენზგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მკურნალობის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტების მარაგი ქვეყანას აქვს.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, უახლესი 5 მედიკამენტიდან ოთხი დაავადების დაწყებიდან 8-10 დღის განმავლობაში გამოიყენება, რის გამოც მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ კლინიკისთვის მიმართვა არ დააგვიანოს.

„ჯერჯერობით მარაგი არის და მთავრობა ამის შევსებაზე მუშაობს. ერთი ავადმყოფის მკურნალობა მონოკლონური ანტისხეულებით 2 400 დოლარი ჯდება კლინიკაში, ბარიციტინიბით – 700 დოლარი, ტოცილიზუმაბით დაახლოებით 3 000 ლარი. ამის მიუხედავად, სახელმწიფო მიდის იმაზე, რომ ეს ყველაზე ძვირად ღირებული და ეფექტიანი მედიკამენტები გვქონდეს, მათი პირველი პარტიები დონაციის სახით გადმოგვცა გერმანიის და ამერიკის მთავრობამ, მაგრამ ახლა ჩვენ ვყიდულობთ. ჯერჯერობით, ხუთივე უახლესი მედიკამენტის მარაგი საკმარისი გვაქვს, ვისაც სჭირდება, არც ერთი პაციენტისთვის უარი არ უთქვამთ. ამ 5 მედიკამენტიდან ტოცილიზუმაბის გარდა, ეფექტიანია დაავადების დაწყებიდან პირველი 8-10 დღის მანძილზე, ამიტომ პაციენტებმა პირველი 8-10 დღის მანძილზე უნდა მოგვამრთონ და ისინი ძალიან მაღალი ალბათობით, არა 100%-იანი გარანტიით, მაგრამ დაცული იქნებიან დამძიმებისგან, რეანიმაციაში მოხვედრისგან და გარდაცვალებისგან.

მოგვმართეთ კლინიკაში მაშინვე, როგორც კი, ოჯახის ექიმი ჩათვლის, რომ თქვენი დაავადება დამძიმდა, ან თქვენ დამძიმების კანდიდატი ხართ, თუ 60 წელზე მეტი ასაკის ხართ, მითუმეტეს“, – განაცხადა ცერცვაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება