fbpx

5 მაისიდან იხსნება იუსტიციის სახლები, ახალი პრინციპით, წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი!

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხვალიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივი ცენტრები სერვისევით სარგებლობა დაიწყება, მაგრამ განსხვავებული პრინციპით.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

წულუკიანის განმარტებით, მუშაობის ახალი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეებმა ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნონ.

მისი თქმით, ყველა სერვისი იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ დაჯავშნის გზით, წინასწარ ელექტრონული რიგის მეშვეობით.

“გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ. ახალი პრინციპი არის შემდეგი: იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტის შენობაში, საჭირო იქნება პორტალის MYGOV.GE-ის მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს და დროს.

ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე ამ წუთიდან მოქმედებს და შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დროს ვიზიტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც თქვენ ვირუსის გავრცელებამდე იღებდით,”- აცხადებს წულუკიანი.

წულუკიანის ინფორმაციით, ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება