fbpx

ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც

ხვალიდან მუშაობას განაახლებს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია . ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობის განახლებას 5 მაისიდან. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე ჩამოყალიბებული სპეციალური გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას და მინდა თითოეული კომპანიის ხელმძღვანელობას მოვუწოდო, პასუხისმგებლობით მოეპყრან თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares