fbpx

სამტრედიაში ახალი საჭიდაო სპორტული დარბაზი გაიხსნა

სამტრედიაში რეაბილიტირებული საჭიდაო სპორტული დარბაზი გაიხსნა.

17 წლის წინ დაარსებულ სპორტულ ცენტრს ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი სარემონტო სამუშაოები პირველად ჩაუტარდა. გამოიცვალა კარ-ფანჯარები, მოწესრიგდა სველი წერტილები და გათბობის სისტემა, დაიგო ახალი ტატამი, რაც 80-მდე ახალი თაობის მოჭიდავისთვის დიდი სტიმულია.

დარბაზი საზეიმო ვითარებაში მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

,, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკავშირდება. ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში შევძელით ამ დარბაზის რეაბილიტაცია, რაც სპორტის ამ სახეოებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კომფორტული გარემოს შეუქმნის. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი პროექტია სამტრედიაში დაგეგმილი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მომავალშიც გაგრძელდება ” აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება