fbpx

ელჩი დეგნანი ნაცების ანტიდემოკრატიული და სადისტური რეჟიმის მიმართ დღესაც სიმპათიებს გამოხატავს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სად გაქრა სამართლიანი და დემოკრატიული ამერიკა?

მე-20 საუკუნის დემოკრატიული ღირებულებების მებაირახტრე ამერიკა, 21-ე საუკუნეში ფაშისტური ღირებულებების დამცველად და გამტარებლად გადაიქცა.

70-იანი წლებში აშშ-მა სრულად დაძლია რასობრივი უთანასწორობები და მსოფლიო დემოკრატიის თითით საჩვენებელ ქვეყნად იქცა.

პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მმართველობის პერიოდში, ამერიკაში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა იყო პრიორიტეტი.

დღევანდელი აშშ-ის პოლიტიკა, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, მხოლოდ პოლიტიკურ კონიუნქტურას უქვემდებარებს.

ბუშის დროს ამერიკას არ ეთაკილებოდა მხარი დაეჭირა სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმისათვის და “დემოკრატიის შუქურად”გამოეცხადებინა რეპრესიული მანქანა.

დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებშიც იგივე პოლიტიკა გრძელდება.

ელჩი დეგნანი ნაცების ანტიდემოკრატიული და სადისტური რეჟიმის მიმართ დღესაც სიმპათიებს გამოხატავს და ცდილობს მათი ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ხელშეწყობას.
პარალელურად ის სასტიკად გმობს იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ლგბტ თემის აღვირახსნილ აღლუმებს. მცირედი წინააღმდეგობის გამოვლინებასაც კი მყისიერად ეხმაურება, გმობს და მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ამ პირთა უმკაცრეს დასჯას.

კელი დეგნანი ასევე საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს გაემიჯნონ ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ “ანტიამერიკულ”(კითხვების დასმა დემოკრატიული პროცესია და არა ანტიამერიკული) განცხადებებს, მაგრამ თვითონ ანალოგიურად მკაფიოდ არ ემიჯნება აშშ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსებული მაკკეინის ინსტიტუტისა თუ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ მოწოდებებს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. ის არც იმაზე გვპასუხობს მკაფიოდ და გასაგებად, ერევა თუ არა ელჩი საქართველოს მართლმსაჯულების საქმიანობაში, როდესაც მოსამართლეს მისი სახელით ჯერ პასუხს თხოვენ კონკრეტული განაჩენის თაობაზე და შემდეგ ამ მოსამართლეს ხსნიან აშშ-ში პრაქტიკის გასაცნობად გასამგზავრებელ მოსამართლეთა დელეგაციიდან და ყველა ლეგიტიმურ კითხვას ქედმაღლურად პასუხობს.

სამწუხაროა, როდესაც მთავარ პარტნიორად მიჩნეული აშშ და მისი აქ წარმოდგენილი ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შემზღუდავებად გვევლინებიან.

როდესაც ჩვენ საბჭოთა კავშირში მოსკოვის დიქტატი არ მოგვწონდა, მის წინააღმდეგ ვიბრძოდით კიდევაც და ვცდილობდით ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას, რაც საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მაგრამ დღეს, როდესაც ყველა კანონის მიღებას, ხელისუფლების თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ყველა სიტყვას აშშ-ს საელჩო გამადიდებელი ლუპით აკვირდება და შემდეგ ინსტრუქციებს იძლევა, რომელი იყო სწორი, მისაღები და რომელი მიუღებელი, ჩვენს „პატრიოტ“ პოლიტიკოსთა უმრავლესობას რატომღაც არ უჩენს იმის განცდას, რომ აშშ-ს მხრიდან ეს ნეოკოლონიალური მიდგომაა და პირიქით, იმათ ამუნათებენ, ვინც ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ასეთ დამამცირებელ დამოკიდებულებაზე პროტესტს გამოთქვამს.

საქართველოში დღეს არსებული შენობანაგებობები, ინფრასტრუქურის ძირითადი ობიექტები საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემოდათ მოქალაქეებს. მაგრამ ამისათვის არასოდეს არ გვიდიდებია საბჭოთა კავშირი.

აშშ-ის ელჩმა, 30 წლის მანძილზე ჩადებული რამდენიმე მილიარდი დოლარი წამოგვაძახა, რომელთაგან ნახევარი ქართული ჯარის გაწვრთნას და აღჭურვას მოხმარდა, ხოლო ეს ინვესტიცია ჩვენი ჯარისკაცების სახით ისევ აშშ-ს საგარეო ომებში იქნა გამოყენებული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში.
მეორე ნახევარი ძირითადათ მათივე ინტერესების გამტარებელ ენჯეოებსა და მსგავსი მიზნებისათვის გაიხარჯა. ინვესტირება ფაქტიურად არ შეხებია არც წარმოების განვითარებას, არც ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობას.
თურმე ჩვენ მაინც მადლობლები უნდა ვიყოთ ამერიკის მთავრობის დახმარების და მათზე ერთი კრიტიკული სიტყვის წარმოთქმაც რუსეთუმეობად გვეთვლება.

ბევრი ჩვენი თანამემამულე ხბოს აღტაცებით გაიძახის, ამერიკა გადაგვარჩენსო და საერთოდ არ უკვირდება, რა ნაწილში შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ინტერესები აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს და რა ნაწილში შეიძლება შეეწინააღმდეგოს ეს ინტერესები ერთმანეთს.

ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში თუ რა შეიძლება დაემართოს აშშ-ს ინტერესებზე სრულად მიბმულ ქვეყანას, ეს სულ რაღაც ერთი წლის წინ ავღანეთის მაგალითზეც დავინახეთ, სადაც საკუთარი მოკავშირეები ამერიკელებმა ტერორისტი თალიბების საჯიჯგნად მიატოვეს ისე, რომ წარბიც არ შეუხრიათ.

ჩვენი პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ე. წ. სტრატეგიული მოკავშირისგან არ უნდა აიტანო ნეოკოლონიალური დამოკიდებულება, არ უნდა აიტანო ყველანაირი დამცირება, რაც არც აწმყოში და არც მომავალში არ წაადგება დამოუკიდებლობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნის იმიჯს.აღნიშნავს ნანა კაკაბაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება