fbpx

ნინო წილოსანი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად აირჩიეს

მაქვს პატივი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად ვიყო არჩეული🙌

🔹ჯგუფის წევრობა საშუალებას მაძლევს წარმოვადგინო საქართველოს პარლამენტი, როგორც მრჩეველმა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღო თანასწორობის თაობის ინიციატივებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

🔹ბუნებრივია, ეს ყოველივე უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც თანასწორობის თაობის მონაწილეებმა აიღეს.

🔹განსაკუთრებით მიხარია, რომ საქართველოც შეუერთდა თანასწორობის თაობის ფორუმს და გლობალური მობილიზაციის ფარგლებში აიღო სახელმწიფო ვალდებულებები ორი თემატური მიმართულებით👉გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა და ინოვაცია, ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობისთვის.წერს ნინო წილოსანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება