fbpx

საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის რისკი არსებობს – ყველამ, ვინც თავს პატრიოტად მიიჩნევს, საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩაბმის შესახებ განცხადებები უნდა დაგმოს

„მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველო, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეა, განსაკუთრებული რისკის გარემოშია, რაც საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის რისკს ეხება. მგონი, მტკიცებაც არ უნდა, რომ ეს რისკი არსებობს, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რუსი სამხედროები ამ შენობიდან [პარლამენტიდან] რამდენიმე ათეულ კილომეტრში და ძირითადი მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში არიან განთავსებულები. ეს რისკი არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია, მედიამაც და ოპოზიციამაც ცხადად დააფიქსიროს ამ საკითხზე პოზიცია.

„სამწუხაროდ, სხვადასხვა აქტორის მხრიდან, ხან პირდაპირ, ხან ირიბად, ხან შეფარვით, ხან შეგულიანებით, ხან პირდაპირი მოწოდებით გვესმოდა, რომ საქართველო სამხედრო დაპირისპირებაში ჩაერთოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, არის ზოგადი რისკი, მეორეა კონკრეტული მოწოდებები, რომლებიც ჩვენ გვესმის. სამწუხაროდ, ეს მოწოდებები არ წყდება. ჩვენი გამოხმაურება, რომელიც მნიშვნელოვანია, საკმარისი არაა. აქ მნიშვნელოვანია, მედიამაც და ოპოზიციამაც, ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ხაზგასმით თქვან, რა არის მათი პოზიცია, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ზოგიერთებისგან გვესმის ცხადი პოზიცია. ყველამ, ვინც თავს საქართველოს პატრიოტად მიიჩნევს, პირველი, რაც უნდა გააკეთოს, საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩაბმის შესახებ განცხადებები უნდა დაგმოს. ეს პირველი მინიმალური საჭიროებაა. სამწუხაროდ, ამ მხრივ, ხელისუფლება ფაქტობრივად, მარტოა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება