fbpx

ერთია შენიშვნები, რომელიც შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს, მაგრამ თუკი პარლამენტი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას და არ იზიარებს შენიშვნებს, არ არსებობს საფუძველი, რომ ხელი არ მოეწეროს კანონს


ერთია შენიშვნები, რომელიც შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს, მაგრამ თუკი პარლამენტი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას და არ იზიარებს შენიშვნებს, არ არსებობს საფუძველი, რომ ხელი არ მოეწეროს კანონს, – ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პრეზიდენტის მიერ გამოყენებული პირველი ვეტო. ამავე დროს, იშვიათია შემთხვევა, როდესაც ვეტოს დაძლევის მიუხედავად პრეზიდენტი არ აწერს ხელს. წინა მოწვევის პარლამენტში ეს მოხდა ერთხელ. ერთია შენიშვნები, რომელიც შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს, მაგრამ თუკი პარლამენტი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას და არ იზიარებს შენიშვნებს, არ არსებობს საფუძველი, რომ ხელი არ მოეწეროს კანონს. რაც შეეხება მიზეზებს, საბოლოო ჯამში, კრიტიკა არის იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია ეს ცვლილებები. მიზანშეწონილობის და საკანონმდებლო პოლიტიკის საკითხს განსაზღვრავს პარლამენტი. მაგალითად, ეს მუხლები ეხება ადამიანებით ვაჭრობას, მკვლელობას, ტერორიზმს – ამ საკითხებთან დაკავშირებით ეფექტიანი უნდა იყოს გამოძიება. ეს ეხება როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე მოსახლეობის უსაფრთხოებას. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს უსაფრთხოება ეფექტიანად იყოს უზრუნველყოფილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საერთოდ არავის, არც ვენეციის კომისიას, არც პრეზიდენტს და არც რომელიმე აქტორს არ უთქვამს, რომ ეს კანონი რამენაირად ეწინააღმდეგება რომელიმე ევროპულ სტანდარტს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება