fbpx

გოგა ხაინდრავა რადიკალურ ოპოზიციაზე: შემოდგომაზე არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდები, იმიტომ რომ არაფრის უნარი არ აქვთ

შემოდგომაზე არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდები იმიტომ რომ არაფრის უნარი მაგათ [რადიკალური ოპოზიცია] არ აქვთ, – მის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას დაუმორჩილებლობის შესახებ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფართო საზოგადოება უკმაყოფილო იქნება ხელისუფლებით, მას არჩევნების გზით შეცვლის.

„მასების ორგანიზება მარტივი არ არის. ამას ცოდნა და ავტორიტეტი უნდა. შენი უნდა სჯეროდეთ, თორემ ხალხის ქუჩაში გამოყვანა შესაძლებელია, ძალიან ბევრი ინსტრუმენტი არსებობს ამისთვის. მაგრამ, ის ხალხი, რომ გამოვა, ამ ხალხის მართვა და ასე ვთქვათ მათი გაბრაზების და უკმაყოფილების მართვა არის ურთულესი. არის არჩევნები, და თუ არ მოსწონს ქართულ საზოგადოებას ეს მთავრობა, გადაირჩევენ. რა არის ამაში გაუგებარი? ყველა ბერკეტი ჰქონდა სააკაშვილს, მაგრამ, აიღო ქართველმა ხალხმა და გადაირჩია იმიტომ რომ აღარ უნდოდა. იგივე მოხდება ნებისმიერ ხელისუფლების შემთხვევაში, ოღონდ ამის საბაბი უნდა იყოს. ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი მოთხოვნა და არა კიკო [გიორგი] ვაშაძის“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება