fbpx

არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას

კელი დეგნანს მინდა ვკითხო, მილიარდერი ტრამპი რომ აშშ-ის პრეზიდენტი გახდა და ახლა, ალბათ კიდევ ერთხელ იქნება, ეს რას ნიშნავს? ეს ხომ აბსურდია, არცერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას არ არსებობს, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„აჩემებული გაქვს, კი ბატონო, აიჩემე, მაგრამ თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს? ქვეყანას წარმოვადგენთ, რომლის უკანაც დიდი ისტორია დგას, როდემდე უნდა ვიყოთ ამ აჩემების ტყვეობაში? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება სხვაგან არის. საზოგადოება იქაა სადაც სიმართლეა“, – აღნიშნავს ხაინდრავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება