ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია          საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ჯონი აბულაძეს და ბოლნისის მუზეუმის მმართველს, თემურ ურუმაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ჯონი აბულაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების შესახებ. აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია დაახლოებით 8 000 წლის წინანდელ ნამოსახლარს იკვლევს. არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს დაიწყო და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფელ ნახიდურში მდებარე, დაახლოებით 8 000 წლის წინანდელი არუხლოს ნეოლითური ნამოსახლარის მდგომარეობა. ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები 1966–1985 წლებში, ხოლო ქართულ-გერმანული ექსპედიციის ფარგლებში 2005–2016 წლებში მიმდინარეობდა. 2016 წლის შემდეგ არქეოლოგიური კვლევები აღარ განახლებულა.

შეხვედრის დასასრულს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ხაზი გაუსვა აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლების განსაკუთრებულ ისტორიულ, სამეცნიერო და კულტურულ მნიშვნელობას და ექსპედიციის ხელმძღვანელს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება