მიხეილ ყაველაშვილმა კლიმატის ცვლილებაზე,როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთმნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილაყურადღება და აღნიშნა, რომ ის პირდაპირკავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულდა სურსათის უვნებლობასთან.
„ის ემუქრება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას,ეკოსისტემებს და ეკონომიკურ განვითარებას,არამედ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას -ადამიანების სიცოცხლესა და მათჯანმრთელობას. საქართველო სრულიპასუხისმგებლობით აცნობიერებს ამ გლობალურგამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევაუნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტითა დაბიომრავალფეროვნებით, თუმცა, ამავდროულად, მოწყვლადია კლიმატურირისკების მიმართ. კლიმატის ცვლილებაუდიდეს გლობალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლებლობაცაა საერთაშორისოსოლიდარობის გასაძლიერებლად, ერთობლივიძალისხმევითა და მჭიდრო კოორდინაციითუსაფრთხო მომავლის ასაშენებლად. გლობალური დათბობის 1.5 გრადუსითშეზღუდვის მიღწევის გზა თანამშრომლობასადა ურთიერთნდობას უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევეისაუბრა მიმდინარე გეოპოლიტიკურპროცესებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობისა დასტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარსმშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულდიალოგს, როგორც რეგიონულ, ისესაერთაშორისო დონეზე. ჩვენი ხელისუფლებაადასტურებს მზაობას, მჭიდროდითანამშრომლოს საერთაშორისოპარტნიორებთან და თავისი წვლილი შეიტანოსყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიცმიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა დაგარემოს გაუმჯობესებისკენ. მხოლოდერთობლივი, კოორდინირებული დაპასუხისმგებლიანი ნაბიჯებით შევძლებთ უფროძლიერი საზოგადოებების, მდგრადიეკონომიკებისა და უსაფრთხო მომავლისშენებას ჩვენი შვილებისთვის“,- აღნიშნამიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობაგადაუხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანსა დათურქეთის მთავრობას კონფერენციისმასპინძლობისთვის, აგრეთვე, COP31-ისორგანიზებაში ჩართულ მხარეებს გაწეულიძალისხმევისთვის.
პრეზიდენტთან ერთად კონფერენციასდაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეალექსანდრე ხვთისიაშვილი.