ჯეფრი ეპშტეინის არქივში აღმოჩენილი 2019 წლის მიმოწერა მოულოდნელად საქართველოს უკავშირდება. iMessage-ის ჩატების ამონაწერში ფიგურირებს ქალი, რომელიც…
თვე: თებერვალი 2026
სოზარ სუბარი: ზოგადი განათლების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ განათლების სისტემა ჩამოშორებულია სახელმწიფოებრივი ხედვისა და ეროვნული იდენტობის ღირებულებით საფუძვლებს. თუ ასეა, ჯერ უნდა განვსაზღვროთ რა არის ეს ღირებულებები, რათა ისევ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა…
ეკა სეფაშვილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის…
ირაკლი კობახიძე:განათლების სისტემა არის არათუ მძიმე, არამედ უმძიმეს მდგომარე ობაში, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიდისკუსიოთ
ყველა ვხედავთ, რომ განათლების სისტემა არის არათუ მძიმე მდგომარეობაში, სისტემა არის უმძიმეს მდგომარეობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თვალსაჩინოა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას განათლების სისტემა და კონკრეტული უნივერსიტეტები. „ჩვენ წამოვიწყეთ რეფორმა, განვსაზღვრეთ შვიდი პრობლემა, შვიდი გამოწვევა და ამის საფუძველზე განვსაზღვრეთ შვიდი პასუხი კონკრეტულ გამოწვევებზე. თუ გამახსენებთ, რომელიმე ამ თემასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა ვინმე რაიმე კონკრეტული წინადადებით, კონსტრუქციული გზავნილებით, ასეთი არაფერი. იყო ერთადერთი უხეში, ზოგადი განცხადებები ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, თუ ვინმეს რამე არგუმენტი ექნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ან არ უნდა გაკეთდეს, მაგალითად ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, თუ არ უნდა გაუმჯობესდეს. ოპტიმიზაცია არის საჭირო რესურსების, აქ არ იგულისხმება კადრების ოპტიმიზაცია, ზოგადად საუბარი ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია არის საჭირო თუ არ არის საჭირო. არის თუ არა აუცილებელი ის, რომ ისედაც მწირი ადამიანური რესურსები მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. თუ არ არის საჭირო, შეგვიძლია ამაზეც იმსჯელოთ. გვაქვს თუ არა სახელმძღვანელოები ძირითად საგნებში, ვიმსჯელოთ ამაზე. საუბარი რომ არის ბრენდებზე და ა.შ. აქ მთავარია, რომ ამდენი წელი გავიდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მანამდეც მუშაობდა განათლების სისტემა და დღემდე მაგალითად, იურიდიული მიმართულება რომ ავიღოთ, ძირითად საგნებშიც ნახევარზე მეტში არ გვაქვს ჩვენ მაღალი სტანდარტების სახელმძღვანელოები. ეს ხომ უნდა გამოსწორდეს. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიდისკუსიოთ, მზად ვარ ოპონენტებთან ვისაუბრო ამ თემებთან დაკავშირებით. იმდენად თვალსაჩინოა პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას განათლების სისტემა და კონკრეტული უნივერსიტეტები, ვფიქრობ, რომ ძალიან მყარია ჩვენი არგუმენტები, მეორე მხარეს არის ცარიელი, უხეში განცხადებები ყოველგვარი დეტალიზაციის და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციას: საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ლეგიტიმური, კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობაზე საჯარო მოწოდებები დასჯადი გახდება, ლოყებს ნუ დაიხოკავთ და შარვლებიდან ნუ ამოხტებით, იგივე ხდება თქვენთვის სამაგალითო აშშ-შიც
“თვლის თუ არა ვინმე ხალხის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას ლეგიტიმურად ან არალეგიტიმურად, ეს მისი უფლებაა. თუმცა, როდესაც…
ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტების გაერთიანების პირობებში, ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი და მაღალკვალიფიციური კადრი ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში
თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება, გაერთიანების პირობებში,…
მაკა ბოჭორიშვილი – მსოფლიო მთავრობათა სამიტი კარგი შესაძლებლობაა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ეკონომიკური შესაძლებლობების წარმოსაჩენად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და ისაუბრა დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტის…
პრემიერი – მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მქონდა საუბარი, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როგორია ეკონომიკური ტენდენციები, რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს გარშემო შექმნილი, გვქონდა საშუალება, არაერთი ქვეყნის ლიდერთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან გვესაუბრა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე
შეხვედრები, რომლებიც გვქონდა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები სხვადასხვა მიმართულებით, –…
გიორგი ცუცქირიძე: საპარლამენტო კომისიამ უნდა მოამზადოს საკანონმდებლო რეკომენდაციები სურსათის ინფლაციის მართვის ინსტიტუციური თვალსაზრისით, თუ რატომ „გადმოდის“ საერთაშორისო ფასის ზრდა უფრო სწრაფად, ვიდრე შემცირება და რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე
საქართველოში დეკემბერში წლიური ინფლაცია როდესაც შემცირდა 4 %-მდე, ოქტომბრის 5.2 % იან მაჩვენებელთან შედარებით იყო მოლოდინი(არც…
დაავადებათა კონტროლის ცენტრში კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილიღონისძიება გაიმართა
4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით დაავადებათაკონტროლის ცენტრში კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაგაიმართა, სადაც ძირითადი…
ირაკლი კობახიძე – ძალიან იოლად გამოიყენეს Credit Suisse პოლიტიკურ ინსტრუმენტად კონკრეტულმა ძალებმა,რაც თვალსაჩინოდ ჩანს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმის შემთხვევაში და გარდა ამისა,ყველამ დავინახეთ,რომ ასჯერ და მეტად შემცირდა Credit Suisse-ის აქციებზე ფასები და ეს აქციები იყიდება კონკრეტული სუბიექტების მიერ
ძალიან იოლად გამოიყენეს Credit Suisse პოლიტიკურ ინსტრუმენტად კონკრეტულმა ძალებმა, რაც თვალსაჩინოდ ჩანს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმის შემთხვევაში და გარდა ამისა, ყველამ დავინახეთ, რომ ასჯერ და მეტად შემცირდა Credit Suisse-ის აქციებზე ფასები და ეს აქციები იყიდება კონკრეტული სუბიექტების მიერ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, კონკრეტული ძალები ერთი მხრივ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ Credit Suisseს და ამასთან ერთად ცდილობდნენ ბანკის რეპუტაციის დაზიანებას. „კონკრეტული ძალები ერთი მხრივ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ Credit Suisse-სდა ამასთან ერთად ცდილობდნენ ბანკის რეპუტაციის დაზიანებას, მათ შორის, პირველ რიგში, იმისათვის, რომ შემცირებულიყო ფასები აქციებზე, რომ უფრო იაფად შეესყიდათ ეს ბანკი. რეალურად, მიზანს მიაღწიეს. ერთი მხრივ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად ძალიან იოლად გამოიყენეს ეს ბანკი კონკრეტულმა ძალებმა, რაც თვალსაჩინოდ ჩანს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმის შემთხვევაში და გარდა ამისა, ყველამ დავინახეთ, რომ ასჯერ და მეტად შემცირდა Credit Suisse-ის აქციებზე ფასები და ეს აქციები იყიდება კონკრეტული სუბიექტების მიერ, რაც ნათლად აჩვენებს საბოლოო სურათს“, -განაცხადა პრემიერმა
ეკა სეფაშვილი „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის…
სოზარ სუბარი: როგორ დარეგულირდება უმაღლეს სასწავლებლებში კვოტების საკითხი, იმ წელს, როცა სკოლის დამთავრება მოუწევს ორ დამამთავრებელ [მე-11 და მე-12] კლასს
“ვამბობთ, რომ რეფორმის შედეგად სახელმწიფოს უნივერსიტეტებში განათლება უფასო ხდება, მაგრამ იმ წელს, როცა აბიტურიენტებად ერთდროულად დარეგისტრირდებიან…
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მენეჯერებს მოადგილეებთან ალექსანდრე ზაბახიძესთან და ვალენტინა ნავერიანთან ერთად შეხვდა
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მენეჯერებთან ერთად ბაღებში არსებულიმდგომარეობა განიხილა. აქცენტი გაკეთდა გამოწვევებსა და მათი მოგვარებისაუცილებლობაზე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის…
პრემიერი – კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის, აუცილებელი პირობაა, ეს სხვა პირი აღიარებდეს მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს
ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების…