შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მენეჯერებთან ერთად ბაღებში არსებული
მდგომარეობა განიხილა. აქცენტი გაკეთდა გამოწვევებსა და მათი მოგვარების
აუცილებლობაზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისი თქმით, ადრეული
განათლება ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს.
,,ჩვენთვის ბავშვებზე ზრუნვა იწყება საბავშვო ბაღიდან. ჩვენი მიზანია, თითოეულ ბაღში
შეიქმნას უსაფრთხო, კომფორტული და ჯანსაღი გარემო“,- აღნიშნა ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ.