ეპშტეინის არქივში საქართველო: უცნობი ქალი, საქართველოს  მოქალაქეობის მისაღებად გაკეთებული განაცხადი და ფარული ფინანსური მხარდაჭერა

ჯეფრი ეპშტეინის არქივში აღმოჩენილი 2019 წლის მიმოწერა მოულოდნელად საქართველოს უკავშირდება. iMessage-ის ჩატების ამონაწერში ფიგურირებს ქალი, რომელიც პირდაპირ წერს, რომ ისრაელიდან საქართველოში ჩამოდის და გეგმავს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.

მიმოწერის მიხედვით, ქალი აცხადებს, რომ მამით ქართველია, ხოლო მისი დიდი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის გმირი იყო — საბჭოთა არმიის ის მებრძოლი, რომელმაც რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.

მიმოწერის მეორე მხარეს არის ჯეფრი ეპშტეინი — ადამიანი, რომლის სახელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სკანდალს უკავშირდება. ტექსტებიდან ჩანს, რომ ეპშტეინი ქალს ფინანსურად ეხმარება, უგზავნის თანხებს საბანკო გადარიცხვით და მონაწილეობს მისი საცხოვრებლის ორგანიზებაში თბილისში, სანამ მოქალაქეობის პროცედურას დაასრულებს.

ქალი წერს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მას გაუმარტივებს გადაადგილებას ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში 10-წლიანი ვიზის მიღებას. 2019 წლის მარტში იგი უკვე თბილისში იმყოფება, რასაც თავად ადასტურებს მიმოწერაში.

დოკუმენტში არ ფიქსირდება, მიიღო თუ არა მან საბოლოოდ საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ფაქტია: ეპშტეინის პირადი მიმოწერის დონეზე საქართველო ჩნდება როგორც კონკრეტული სტრატეგიული მიმართულება — საცხოვრებლად, მოქალაქეობისთვის და საერთაშორისო გადაადგილების გასამარტივებლად.

ექსპერტების შეფასებით, ეს მასალა აჩენს სერიოზულ კითხვებს: ვინ იყო ქალი, რატომ სჭირდებოდა მას მოქალაქეობა და რა როლს თამაშობდა ეპშტეინი ამ პროცესში. კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება