ირაკლი კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა, ერთ ლარად ოჯახის წევრებს მიჰყიდეს უნივერსიტეტები, რომლებიც შემდგომ  გარდაიქმნა კერძო უნივერსიტეტებად

არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა,  როცა ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული. „უნივერსიტეტების პოლიტიზება ეს იყო ჩვენი წინამორბედების, წინა ხელისუფლების ხელწერა. უკლებლივ ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული. ისინი შევიდნენ მათ შორის, კერძო სექტორში, დააფუძნეს საკუთარი კერძო უნივერსიტეტები, მათ შორის, ერთ ლარად ოჯახის წევრებს მიჰყიდეს უნივერსიტეტები, რომლებიც შემდგომ გარდაიქმნა კერძო უნივერსიტეტებად. უნივერსიტეტების პოლიტიზება არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა. არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აშშ-სთან ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით საპასუხო რეაქციას

აშშ-სთან ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი,…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტის შეხვდა.…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა…

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს

საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობისთვის ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მსოფლიო  მთავრობათა სამიტზე დუბაიში. სამიტზე ქვეყნები საკუთარ მიღწევებსა და გამოწვევებს უზიარებენ ერთმანეთს. მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაზე, ქვეყნის ციფრული მმართველობის სტრატეგიასა და განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში ჩატარდება. ხვალ პაატა სალია სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე ქვეყნების გამოცდილებებს მიეძღვნება. მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ლევან ნიკოლეიშვილი: სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება. სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საზოგადოება ექსტრემიზმისგან და იმ დესტრუქციული პროცესებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება არ არის პოლიტიკური აზრი, ეს არის ექსტრემიზმი, რომელიც პირდაპირ აზიანებს სახელმწიფოებრივ…

გლდანის მესამე მიკრორაიონში კიდევ ერთი სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობამ III მიკრორაიონის N3 ბ კორპუსის მიმდებარედრეკრეციული სივრცის მოწყობა დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის…

„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას მეექვსე სახის კვლევა – ფილტვის კიბოსსკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“პროგრამას ფილტვის კიბოს სკრინინგიც დაემატება, რასაც ასევე მუნიციპალიტეტიდააფინანსებს, –…

პაატა სალიამ მსოფლიოს მთავრობათაშორის სამიტზე საქართველოში საჯარო სერვისების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დუბაიში მსოფლიოს მთავრობათაშორის სამიტზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში საჯარო სერვისების განვითარების კუთხით ჩატარებულ  რეფორმებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ნებისმიერი რეფორმა ხორციელდება პრინციპით არავინ დარჩეს საჯარო სერვისების მიღმა და ყველა რეფორმა,რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. „დუბაიში მიმდინარე მსოფლიოს მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა, გვესაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და იმ როლზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასრულებს რეგიონული და მსოფლიო ეკონომიკური კონტაქტების განვითარებაში.  ჩემს გამოსვლაში, ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმე მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას; ვისაუბრე ციფრული მმართველობის სტრატეგიასა და იმ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოში. მსოფლიო მთავრობათაშორისი სამიტი არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც თავს უყრის  წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მთავრობებიდან, სადაც განიხილება მთელი მსოფლიოსთვის საერთო მიმდინარე გამოწვევები, არის საუკეთესო ადგილი ახალი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად და სასაუბროდ იმ მიმართულებებზე, რომლებიც შესაძლოა, საინტერესო იყოს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი პარტნიორობისათვის. მე მსოფლიო მთავრობების წარმომადგენლები მოვიწვიე გაერო-ს საჯარო მმართველობის ფორუმზე, რომელიც გაიმართება თბილისში მიმდინარე წლის მაისში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

დავით ჩიხელიძე: ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა – თუ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ევროპული პასუხისმგებლობაც უნდა მივიღოთ

გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც  სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სახელმწიფოს…

დავით ქართველიშვილი: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლისსამართლებრივი ბარიერი კონსტიტუციური ორგანოების დელეგიტიმაციისკენ მიმართული საჯარო კამპანიებისა და „პარალელური ხელისუფლების“ მშენებლობის მცდელობების წინააღმდეგ

ის, რასაც დღეს განიხილავს „ქართული ოცნება“, საბოლოო ჯამში ერთ რამემდე დადის: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლისსამართლებრივი ბარიერი…

პრემიერი  – ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია, ვაფასებთ გაეროსთან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან  შაიხა ნასერ ალ ნოვაისთან შეხვედრას სოციალურ…

ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება, 30-ე დღეს კი ჩაბარებულად ჩაითვლება

თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდებამუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა შაიხა…

ბოლნისში ცენტრალური საავტომობილო გზის გადარეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში ცენტრალურისაავტომობილო გზის გადარეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებითგანხორციელდა.მოსული ძლიერი თოვლის გამო,…