პრემიერი – არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა  გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი, გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა, სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები და ამის საფუძველზე გრძელვადიანი გადაწყვეტა მოვუძებნოთ იმ პრობლემას, რასაც ჰქვია მაღალი ფასები

გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა, რომ სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები და ამის საფუძველზე გრძელვადიანი გადაწყვეტა მოვუძებნოთ იმ…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, აქეთკენ ვართ ჩვენ მიმართული,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში კულტურის მინისტრთან თინათინ რუხაძესთან ერთად, სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ დაესწრო. პრეზიდენტმა…

Axios-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საიდუმლო ჩანაწერებში, რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი ტრამპის ტარიფებს და ჯეი დი ვენსს აკრიტიკებს

Axios-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერების მიხედვით, ტეხასელი რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი, რომელიც 2028 წლის საპრეზიდენტო რბოლას უმიზნებს, კერძო შეხვედრებზე…

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: მინეაპოლისში, საპროტესტო აქციებზე ასობით დაპატიმრება და ორი ფატალური სროლა მოხდა – უცნაური სიჩუმეა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს მხრიდან

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: მინეაპოლისში, საპროტესტო აქციებზე ასობით დაპატიმრება და ორი ფატალური სროლა მოხდა – უცნაური სიჩუმეა…

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, საქართველოს მონაწილეობით ნატოს სამხედრო კომიტეტისსხდომა ჩატარდა თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე.სხდომას დაესწრო საქართველოს თავდაცვის…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ორგანიზაცია HELVETAS GEORGIA-სწარმომადგენელს, ნესტან მერმანიშვილს შეხვდა

შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მერს პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება“ საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია HELVETAS…

კახა კალაძე: მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა

„შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ დაზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელიმიმართულებაა სწორი“, – ამის შესახებ თბილისის…

ლევან ჟორჟოლიანი –  სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან განვიხილეთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით, –  ამის შესახებ საქართველოს…

კახა კალაძე სპორტსმენებს: გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნისწარმატებაა, ჩემი სახით კი ძალიან დიდი გულშემატკივარი გყავთ

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთასაქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოებისღონისძიება გაიმართა.სპორტის სხვადასხვა სახეობაში…

ბექა ძამაშვილი:„ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით არჩევნების შედეგების შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვია მომჩივანთა ნაწილს, რაც ევროპულმა სასამართლომ  არ დააკმაყოფილა სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება დროებითი უზრუნველყოფის  ღონისძიების სახით“

„ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით  არჩევნების შედეგების შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვია მომჩივანთა ნაწილს,  რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა“, –  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა არც აღნიშნული საჩივრების დაჩქარებული წესით განხილვა: „ამ საჩივრების ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი – 2025 წლის დასაწყისში, თუმცა, ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით, დაჩქარების გარეშე“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა. ბექა ძამაშვილის თქმით, ევროპულ სასამართლოში 11 ფიზიკური პირის და 1 არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარია შესული. მომჩივნების ნაწილი დაობს ხმის უფლების ფარულობის დარღვევაზე, მეორე ნაწილი კი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა, რადგან არ გაიხსნა უფრო მეტი საარჩევნო უბანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. „სტრასბურგის სასამართლოს კითხვები ეხება შემდეგ საკითხებს – რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით;  რამდენად შეიძლება, ზოგადად, ირღვეოდეს ხმის მიცემის უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის უფრო მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რამდენად  შეიძლება იყოს „საია“, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია,  მომჩივანი ამ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა ევროპული სასამართლოს მიერ, რადგან  ჩვენ გვექნება ავტორიტეტული ორგანოს სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე კი, ყველა შიდა და გარე აქტორს მოუწევს, დაელოდონ პროცედურებს და აღარ გააკეთონ რაიმე სპეკულაციური შეფასებები აღნიშნულ საკითხზე. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იქნება პრეცედენტული, რადგანაც, რასაც გადაწყვეტს სასამართლო საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარებასა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან  დაკავშირებით, ეს იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას. ხალხს შეუძლია ღიად დაინახოს, სად არის სიმართლე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს,…

პრემიერ- მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველადი კვლევის თანახმად, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია  და კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის. „პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენიაზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე – 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად  უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ  დიდია სხვაობა ფასებს შორის.  როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, სად ხედავენ ისინი …

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ,ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა

ბოლნისში მოსულმა უხვალმა ნალექმა მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებიგადაადგილების პრობლემა შექმნა. 18 იანვრიდან საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდაროგორც საავტომობილო გზების…

ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით,პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაცფსიქოტროპული…