ქეთევან მიქიაშვილი: ნიკორას გაუხსნია საწარმო, მოუწყიათ ასობით ათას ლარიანი კარნავალი და ჰოი საოცრებავ, სტუმრები და წამყვანები ნახეთ: ილო ბეროშვილი, კაცები, აკაცუკი ინფლუენსერები, ხალხი, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებოდნენ აქციების დროსაც და მერეც ახალგაზრდების წასაქეზებლად და გამოსათაყვანებლად

ნიკორას გაუხსნია საწარმო და უდევთ თავიანთ გვერდზე, მოუწყიათ ასობით ათას ლარიანი კარნავალი და ჰოი საოცრებავ, სტუმრები…

ირაკლი კირცხალია: ზუსტად ისეთივე სარწმუნოა „ჰელსინკის კომისიის“ შედეგები, როგორც ამ კომისიის მოსმენის გადადების მიზეზი

ზუსტად ისეთივე სარწმუნოა „ჰელსინკის კომისიის“ შედეგები, როგორც მიზეზი ამ კომისიის მოსმენის გადადებისა – განაცხადა ფრაქცია „ქართული…

მიხეილ სარჯველაძე – „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

„როდესაც საუბარია წამალზე და სამკურნალო საშუალებებზე, ბუნებრივია, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა და სამართლიანია, რომ როგორც ხარისხის,…

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ, მოქალაქეთა მიღება განაახლა

ზამურ ჭითანავამ პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად მოქალაქეთა მიღება გამართა და მოისმინა მათი საჭიროებები. შეხვედრაზე, ძირითადად,…

ვატო შაქარიშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე: დღევანდელმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოექცა სახელმწიფო მათ თანატოლ უდანაშაულო ბიჭს და როგორ გაერთიანდა უკლებლივ ყველა სახელისუფლებო შტო ამ დანაშაულის დასაფარად

„20 წელი სანდროს სასტიკი მკვლელობიდან… ორი ათწლეული გავიდა და ვფიქრობ, რომ სათანადოდ მაინც არ არის შეფასებული…

პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული  კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესი არის თავისუფალი, უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილოს, რამდენად არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის. „რაც შეეხება კონკრეტულად სააფთიაქო ქსელებს, აფთიაქებს, ერთი პროცესი უკვე გავიარეთ 2022 წელს, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესდა და ამან ბევრი მიმართულებით შედეგები მოგვცა კონკრეტულ მედიკამენტებზე, მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფებზე ფასები რეალურად შემცირდა. გვინდა, ამაზეც ვიმსჯელოთ, რამდენად არის სივრცე ამ ჩამონათვალის გაფართოებისთვის. ასევე, სააფთიაქო ქსელებში ხდება სხვა პროდუქტების რეალიზაციაც, სადაც ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა. თუ ავიღებთ ევროპულ ფასებს, ხშირ შემთხვევაში არის 35-40 პროცენტი სხვაობა ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ა.შ. ესეც საინტერესოა, რამდენად ეფუძნება ეს მაღალი ფასები მიწოდების ლოგიკურ ჯაჭვს. საქმე ეხება ბიზნესს, ბიზნესი არის თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა ყველა მიმართულებით, მათ შორის აფთიაქების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მიმდინარე კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა ასევე გაიმართება საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

ლევან ჟორჟოლიანი – მედიკამენტებისა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება, ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, შესაძლოა რეგულაციების ცვლილებაც, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში

შეხვედრა იყო მედიკამენტების, ასევე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება, ამას სჭირდება…

სადღობელაშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე: 20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური – სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა არ უთხოვიათ, ერთი სინანული არ გამოუხატავთ! პირიქით იმუქრებიან !

20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური – სისხლიანი სახე,…

დავით ქართველიშვილი მერი ლოულორის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რომელიც აპრიორი აყენებს საქართველოს მოსახერხებელი სამიზნის პოზიციაში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაერო-ს სპეციალური მომხსენებელის მერი ლოულორის განცხადებას, „საქართველომ…

დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით, საქართველო აღმოსავლეთ…

ჯო უილსონი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, „ტრამპის მარშრუტის“ წარმატებით განხორციელება, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გამორიცხვა შუა დერეფნიდან შესაძლებელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ პოლიტიკას შეცვლის

გამოცემა The Hill-ი სტატიას აქვეყნებს იმის თაობაზე, რომ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ დონორი და ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი, სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესში…

ჯო უილსონი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, „ტრამპის მარშრუტის“ წარმატებით განხორციელება, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გამორიცხვა შუა დერეფნიდან შესაძლებელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ პოლიტიკას შეცვლის

გამოცემა The Hill-ი სტატიას აქვეყნებს იმის თაობაზე, რომ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ დონორი და ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი, სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესში…

მოჰამედ ბინ სალმანი – ერ-რიადი არ დაუშვებს მისი ტერიტორიის თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენებას

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს განუცხადა, რომ ერ-რიადი არ დაუშვებს მისი…