ბოლნისში მოსულმა უხვალმა ნალექმა მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტები
გადაადგილების პრობლემა შექმნა. 18 იანვრიდან საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდა
როგორც საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდის, ისე სალიკვიდაციო
სამუშაოები. “მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც რთულ
პირობებში დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთო აღნიშნულ პროცესში. მათი დაუღალავი
შრომისა და კოორდინირებული მოქმედების შედეგად შესაძლებელი გახდა გზების
დროულად გაწმენდა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილება. ამ ეტაპისათვის
დარჩენილია მცირე სამუშაოები, რაც, რა თქმა უნდა, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, −
განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, რომელიც მოადგილეებთან და საკრებულოს
თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის
სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა.