ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, საქართველოს მონაწილეობით ნატოს სამხედრო კომიტეტის
სხდომა ჩატარდა თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე.
სხდომას დაესწრო საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია, გენერალ-ლეიტენანტ
გიორგი მათიაშვილის ხელმძღვანელობით.
ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ნატოსთან სამხედრო
თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, თანამშრომლობის შედეგები და
სამომავლო გეგმები.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები
გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე უნგრეთის, იტალიის,
სლოვაკეთისა და თურქეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან.