“უსამშობლოები სულ რაღაც ერთი წლის წინ ბედავდნენ და ერეკლე მეორეს, საქართველოს ისტორიაში ერთერთ უდიდეს მეფეს და…
წელი: 2025
ლევან ნიკოლეიშვილი: თარგამაძის აფეთქება, სააკაშვილის შემოპარება, ასაფეთქებელი ჰექსოგენის გამოგზავნა, ზარები და შეტყობინებები უკრაინიდან, რომ შენობებში ბომბია… ასეთია ზელენკის მარიონეტული რეჟიმის ნაძირლობათა ქრონოლოგია
“დღეს კიდევ ერთი ანონიმური შეტყობინება იყო სასამართლოში ბომბის არსებობის თაობაზე. ცხადია, ესეც ცრუ შეტყობინება აღმოჩნდა. როგორც…
სამტრედიაში, სოფელ ტოლებში იუსტიციის სახლი გაიხსნას სამტრედიის მერი დავით ბახტაძე დაესწრო
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში,…
დავით ნარმანიამ ქ. ბუქარესტში გამართულ ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ.ბუქარესტში რუმინეთის ენერგეტიკის…
კონსტანტინე ბუზალაძე: გაიხსნა საგუნდო მუსიკის ფესტივალი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში საზოგადოებას აკადემიური და საბავშვო გუნდების მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს შესთავაზებს – გორში საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, კონსტანტინე ბუზალაძე, საგუნდო მუსიკის ფესტივალის გახსნას…
კახა კალაძე: ოპოზიცია რადარებიდან გაქრა და ის მხარდამჭერებიც დაკარგა, ვინც ჰყავდა
“4 ოქტომბერს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს ამუსამშობლო მოღალატე აგენტურას“, – ამის შესახებ დედაქალაქის…
ირაკლი კობახიძე -როცა კითხვებს სვამთ მხოლოდ წარსულთან დაკავშირებით, ეს მე მიმტკიცებს რწმენას, რომ დღევანდელ დღესა და მთავრობის დღევანდელ საქმიანობაზე თქვენ კითხვები არ გაქვთ
დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი კონკრეტული ადამიანებით, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავრობო გუნდზე პირადად ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს მთავრობაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რომელიც გუნდის ყოფილ და ახლანდელ წევრებს შორის დაპირისპირებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საუბრებში მთელი ოპოზიცია ჩამოიშალა. „ვიდრე მიდის საუბარი, ამასობაში ხელში შემოეშალათ მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების ჩათვლით, იქ „ლელო“ იშლება, „ნაცმოძრაობა“ იშლება და ა.შ. დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი კონკრეტული ადამიანებით, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავროვო გუნდზე. მე ვარ პირადად პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს მთავრობაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით. პასუხისმგებელი ვარ შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე. როცა კითხვებს სვამთ მხოლოდ წარსულთან დაკავშირებით, ეს მე მიმტკიცებს რწმენას იმაზე, რომ დღევანდელ დღესა და მთავრობის დღევანდელ საქმიანობაზე თქვენ კითხვები არ გაქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, ის ჩაუდგა სათავეში ბრძოლას, რომელმაც დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, დღეს რომ საქართველოს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა, ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, სწორედ ის ჩაუდგა სათავეში იმ ბრძოლას, რომელმაც დაასრულა სისხლიანი რეჟიმი…
ტოლებში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, იუსტიციის სახლის 126-ე ფილიალი გახსნა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, თანამედროვე სტანდარტის შენობაში, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისი. ტოლების იუსტიციის სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით; შენობა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. იმერეთის რეგიონში ამჟამად 27 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს; ასევე, იმერეთის რეგიონს ემსახურება 3 მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც 15 სოფელს ფარავს. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რაც სამინისტროს მთავარ მიზანს − სერვისების მუდმივ განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. ტოლების იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ სამტრედიის მერი დავით ბახტაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ლევან ზალკალიანი და სხვა მოწვეული სტუმრები.
მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურ ღონისძიებაზე,სეფსისისა და არაგადამდები დაავადებების საკითხებზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალურიასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართულ პარალელურ ღონისძიებაზე “სეფსისიდა არაგადამდები დაავადებები…
კახა კალაძე: კონკრეტული ელჩების განცხადებებს დიპლომატიასთან კავშირი არ აქვს
ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეს, ყველაფერს არღვევენ, – ასეგამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საგარეოსაქმეთა სამინისტროში საქართველოში…
ირაკლი კობახიძე -ყველა ის ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები,რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსადა ინდექსში
ყველა ის ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები, რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსა და ინდექსში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ადამიანური კაპიტალის ინდექსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და უსწრებს ევროკავშირის 7-8 ქვეყანას ყველა პარამეტრით. „ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას ყველა პარამეტრით, მათ შორის, ეკონომიკური ადამიანური რესურსებით, დემოკრატიით, ყველა მიმართულებით. ვუსწრებთ ევროკავშირის 7-8 ქვეყანას ყველა პარამეტრით. თუმცა, ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვიწრო წრეში, სამეულში, ხუთეულში ადგილის დაკავება ყველა მიმართულებით. ყველა ის ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები, რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსა და ინდექსში“, – განაცხადა პრემიერმა.
თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობა 2027 წელს დასრულდება
დედაქალაქის მერია უახლოეს წლებში ორ ახალ მიზიდულობს ცენტრს გააჩენს – თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი და პანორამული…
კახა კალაძე: ჩემი საქმიანობა წარმოუდგენელია ჩემი გუნდის ჩართულობის გარეშე, რომლებიც ჩემთან ერთად, დაუღალავად შრომობენ ქალაქის საკეთილდღეოდ
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას წარუდგინა ის გუნდი, რომელთან ერთადაც წლებია მუნიციპალიტეტში საქმიანობს და მომდევნო წლებშიც ქალაქის მთავრობაში…
ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში,რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის -როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“
იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“. „რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, სადაც ქვეყნდება რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით ფასდება ქვეყნები, ვართ აბსოლუტური ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა, არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. როგორც ხედავთ, ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს – როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ამ შემთხვევაში ურთიერთობები დალაგდება. თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში გაგრძელდება სირთულეები, თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეულები ვართ. ყველა შემთხვევაში ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითთან“ ვერ დავალაგეთ, იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, იყო მათი წარმომადგენელი მოსული. მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა ეს შეხვედრა, სადაც ერთხელ, ორჯერ მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა. ამაზე ვთქვით უარი და ამის შემდეგ გვიჭირს „დიფ სთეითთან“ ურთიერთობების დალაგება. ჩვენთვის მთავარია, გადაიტვირთოს ურთიერთობები და განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ამას მოთმინებით ველოდებით“, – განაცხადა პრემიერმა.