საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალურიასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართულ პარალელურ ღონისძიებაზე “სეფსისიდა არაგადამდები დაავადებები – გლობალური ჯანდაცვის დამალული კავშირი”სიტყვით გამოვიდა.ღონისძიების მიზანი, სეფსისისა და არაგადამდები დაავადებების ურთიერთკავშირისწარმოჩენა და მათი ინტეგრირებული მართვის აუცილებლობის ხაზგასმაა. აღინიშნა,რომ სეფსისი ხშირად ვითარდება არაინფექციური დაავადებების გართულებებით დამნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს შესაბამის ეროვნულ სტრატეგიებში.სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილაყურადღება და აღნიშნა, რომ სეფსისის ეფექტური მართვა, ადრეული გამოვლენა დაპრევენცია აუცილებელია, რაც მოითხოვს სექტორთაშორის თანამშრომლობასა დაგლობალურ სოლიდარობას. მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიღწევებზეარაგადამდები დაავადებების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისმიმართულებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში გაზრდილია ქრონიკულ დაონკოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესებულიასამედიცინო სერვისების ხარისხის სტანდარტები.ღონისძიება სეფსისის გლობალური ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამჯაშმა გახსნა. თანათავმჯდომარეები იყვნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია,სეფსისის გლობალური ალიანსი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები.საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაეროსგენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღომაღალი დონის შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებში. ორმხრივი შეხვედრებიგამართა ესპანეთისა და ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრებთან. შეხვდა ჯანდაცვისმსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს,ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს, ასევე სომხეთის, ყაზახეთისა დათურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს.