სახელმწიფო საწარმოებში იყო სერიოზული ხარვეზები და ჩვენ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შედეგად შევძელით 700 მლნ ლარის დაზოგვა. ეს ნაწილობრივ მოხერხდა კადრების ოპტიმიზაციის შედეგად და ამ კუთხით სახელმწიფო საწარმოებში ყოველწლიურად დაიზოგება მინიმუმ 60 მლნ ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა მიმართულებითაც იყო ხარვეზები და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხარჯზე მთავრობამ შეძლო ამ ხარვეზების გამოსწორება. „მინდა მადლობა გადავუხადო სამთავრობო გუნდის წევრებს, ეკონომიკური გუნდის წევრებს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მართვის მწყობრი, გამართული სისტემა, ხარვეზები ძალიან ბევრი იყო, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ გასული სამი თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით ბევრი საკითხის მოგვარება და უკეთ გადაწყვეტა. მაგალითად, სახელმწიფო საწარმოებში იყო სერიოზული ხარვეზები და ჩვენ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შედეგად შევძელით 700 მლნ ლარის დაზოგვა. ეს ნაწილობრივ მოხერხდა კადრების ოპტიმიზაციის შედეგად და ამ კუთხით სახელმწიფო საწარმოებში ყოველწლიურად დაიზოგება მინიმუმ 60 მლნ ლარი, თუმცა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, ხარჯების ოპტიმიზაციის ნაწილში ჩვენ მოვახერხეთ დამატებით 600 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში. ეს მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, თუმცა, სხვა მიმართულებითაც იყო ხარვეზები და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხარჯზე ჩვენ შევძელით ამ ხარვეზების გამოსწორება. ეკონომიკის სამინისტროს სახით თქვენ გყავთ ძლიერი და გულისხმიერი პარტნიორი და ნებისმიერ საკითხზე თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სამინისტროს, პირადად მინისტრს და დარწმუნებული ვარ, ყველა საკითხი მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრება. იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, რომელიც წარმოებდა უცხოურ კომპანიებთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში ყველა ეს მოლაპარაკება დასრულდა მაქსიმალური სარგებლით ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამისათვის ქალბატონ მინისტრს მინდა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, რომლებზეც საჯაროდ მოგვიანებით ვისაუბრებთ და ეს ახალი ინიციატივებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლაშა ხუციშვილს, ჩვენი ეკონომიკური გუნდის გამორჩეულ წევრს, ბატონ დავით სონღულაშვილს, რომელიც სოფლის მეურნეობას უძღვება და რეგიონული მიმართულებით მომუშავე ჩვენს მინისტრებს, ბატონ რეზი სოხაძეს, ბატონ კახა გულედანს“, – განაცხადა პრემიერმა.
წელი: 2025
ირაკლი კობახიძე – EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველო ინარჩუნებს პირველ პოზიციას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება
წლის დასაწყისში იყო უარყოფითი პროგნოზები, შეგნებულად წარმოებდა ნეგატიური კამპანია ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა წელსაც გვაქვს მაღალი,…
სემეკის გადაწყვეტილებებით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ 470 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია დაერიცხათ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, 2025 წლის აგვისტოსა დასექტემბერში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ბიზნესი არის თავისუფალი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, ბიზნესს აღმოუჩინოს ყველანაირი მხარდაჭერა
ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 100 მლრდ ლარზე მეტი იქნება წლის ბოლოსთვის და ერთ სულ მოსახლეზე პირველად…
ირაკლი კობახიძე – ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ ექსპერტები აქტიურობდნენ და ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი,თუმცა იანვრის შემდე 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებითლარის კურსი -იანვარ-აგვისტოს განმავლობაში1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია
ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ იანვრის შემდე 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით ლარის კურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის ტქმით, იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. „ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა. ამ კუთხითაც იყო უარყოფითი პროგნოზები, დეკემბერ-იანვარში. ე.წ ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით. მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ სხვა მონაცემები გვაქვს და იანვრის შემდე 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით ლარის კურსი. იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ჩვენს ისტორიაში. ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას. ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა არის საკვანძო მნიშვნელობის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი – გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4%, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტსა და ფართო რეგიონში, ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ სტაბილურობას, თანმიმდევრულ წინსვლასა და განვითარებას
ჩვენთვის, ყოველ ჯერზე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, ეს გვაძლევს ერთმანეთთან მოსაზრებების, ინფორმაციის ურთიერთგაზიარების საშუალებას,…
„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ჭიჭინაძისა და ბურჯანაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს და ბურჯანაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს…
EBRD-ის მონაცემებით,საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაუმჯობესდა, ხოლო მოლდოვასა და უკრაინაში პროგნოზი შემცირებულია და 1,5%-ს და 2.5%-ს შეადგენს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. ამასთან, EBRD-ის…
დათო კოდუა მოქალაქეებს ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა
ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციული ერთეულის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შემაჯამებელ შეხვედრას ზუგდიდის მერობის კანდიდატ დათო კოდუასთან…
მიხეილ სარჯველაძე გაეროს ასამბლეაზე: „თანასწორობა ჩვენი მთავარი პრინციპია –ვმუშაობთ, რომ მოწყვლად ჯგუფებს, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და იძულებითგადაადგილებულ პირებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე“
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გაეროს გენერალურასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გამართულ სამიტზე – „არაგადამდები დაავადებებისპრევენცია, მართვა…
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და…
პრემიერ-მინისტრი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ალი იერლიქაიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს…
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გერმანიის ელჩს საქართველოში პეტერ ფიშერს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს…
ცსკ-ში არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიების და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და…
ვატო შაქარიშვილი-ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერშიპს და სპეცსამსახურებს პატრონები ავალებენ საქართველოს წინააღმდეგ მავნებლობით და ტერორისტული აქტების განხორციელებით დაკავდნენ- უკრაინას Deep State-ი ახლა უკვე პროქსი ძალად იყენებს საქართველოს წინააღმდეგაც, რადგან რასაც თავისი ხელით ვერ გვიკეთებენ, უკრაინელების მეშვეობით ცდილობენ
“ზელენსკი გაეროს ტრიბუნიდან, მისი სპეცსამსახურები კი, უკრაინიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სინქრონში მოქმედებენ! თუმცა როგორ გავიკვირვოთ, რომ…