ირაკლი კობახიძე -ყველა ის ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები,რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსადა  ინდექსში

ყველა ის ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები, რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსა და ინდექსში, -ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ადამიანური კაპიტალის ინდექსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და უსწრებს ევროკავშირის 7-8 ქვეყანას ყველა პარამეტრით. „ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას ყველა პარამეტრით, მათ შორის, ეკონომიკური ადამიანური რესურსებით, დემოკრატიით, ყველა მიმართულებით. ვუსწრებთ ევროკავშირის 7-8 ქვეყანას ყველა პარამეტრით. თუმცა, ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვიწრო წრეში, სამეულში, ხუთეულში ადგილის დაკავება ყველა მიმართულებით. ყველა ის ნაბიჯი, მათ შორის,  საკადრო ცვლილებები, რეფორმები, რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსა და ინდექსში“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობა 2027 წელს დასრულდება

დედაქალაქის მერია უახლოეს წლებში ორ ახალ მიზიდულობს ცენტრს გააჩენს – თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი და პანორამული…

კახა კალაძე: ჩემი საქმიანობა წარმოუდგენელია ჩემი გუნდის ჩართულობის გარეშე, რომლებიც ჩემთან ერთად, დაუღალავად შრომობენ ქალაქის საკეთილდღეოდ

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას წარუდგინა ის გუნდი, რომელთან ერთადაც წლებია მუნიციპალიტეტში საქმიანობს და მომდევნო წლებშიც ქალაქის მთავრობაში…

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში,რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და  ტრამპის ადმინისტრაციას შორის -როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“

იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“. „რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, სადაც ქვეყნდება რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით ფასდება ქვეყნები, ვართ აბსოლუტური ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა, არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. როგორც ხედავთ, ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს –  როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა „დიფ სთეითსა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ამ შემთხვევაში ურთიერთობები დალაგდება. თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში გაგრძელდება სირთულეები, თუმცა ჩვენ სირთულეებსაც მიჩვეულები ვართ. ყველა შემთხვევაში ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. როდესაც არ იცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“. „დიფ სთეითთან“ ვერ დავალაგეთ, იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, იყო მათი წარმომადგენელი მოსული.  მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა ეს შეხვედრა, სადაც ერთხელ, ორჯერ მოითხოვა პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა. ამაზე ვთქვით უარი და ამის შემდეგ გვიჭირს „დიფ სთეითთან“ ურთიერთობების დალაგება. ჩვენთვის მთავარია, გადაიტვირთოს ურთიერთობები და განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ამას მოთმინებით ველოდებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ნინო ფოჩხუა: საზოგადოება კარგად ხედავს დიპლომატების და აქაური აგენტურის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც “ომის პარტიისგან” იმართება

“რაც უფრო ახლოვდება 4 ოქტომბრის არჩევნები, მით უფრო აქტიურდებიან ქვეყანაში მყოფი “დიფ სთეითის” მსახური აკრედიტებული ელჩები.…

მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80სესიის ფარგლებში, იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაციის გენერალურ დირექტორს…

ედიშერ გვენეტაძე: ავაზაკური ქმედებები, რასაც სჩადიან ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დასავლეთის ელჩები, განპირობებულია იმ დავალებებით, რომლებიც მათ მიღებული აქვთ უსაშინლესი ძალის – „დიფ სტეიტისგან“

ავაზაკური ქმედებები, რასაც სჩადიან ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დასავლეთის ელჩები (უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით), განპირობებულია…

ზაალ ანჯაფარიძე: როგორ ესახება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კავკასიის რეგიონში მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს დემონსტრაციული იგნორირებით, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა – ამ “გაბუტვის” პოლიტიკას ცოტა პრიმიტივიზმის ელფერი დაჰკრავს

24 სექტემბერს გაეროს სამიტის ფარგლებში გამართულ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ვახშამზე, მასპინძელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზი…

პრემიერი –  რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ფიქრობს  ქვეყანაში არეულობის შემოტანაზე, რაც არ შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში, ჩვენი დღის წესრიგია ქვეყანაში მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნება,  ჩვენი დღის წესრიგი გაიმარჯვებს

არიან კონკრეტული ძალები, იგულისხმება მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ფიქრობს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანაზე, რაც არ…

პრემიერი – ევროპა, ტრადიციულად, იყო წესების პატივისცემის სიმბოლო და ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან ელჩები, სამწუხაროდ, ხშირად უხეშად არღვევენ პრინციპებსა და წესებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია, საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა როგორ პოლიტიკოსს

კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა და ეს არის…

კახა კალაძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში არცერთი ავარიული ლიფტი არ იქნება

„ეს არის ჩვენი კიდევ ერთ ახალი დაპირება, რომ ლიფტების პრობლემა ქალაქში მოგვარებული იქნება –  მომდევნო ოთხ…

კახა კალაძე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: ყველა ჯანსაღი შეფასებით, საქართველო არის მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა

თბილისის მერი კახა კალაძე, ჟურნალისტებთან საუბრისას, გამოეხმაურაევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, ადამიანური კაპიტალის ინდექსისშესახებ, რომლის მიხედვით,  საქართველო…

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-60 სესიის ფარგლებში,საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით „ცხოვრებაუფლებებით: აუტიზმი, მზრუნველობა, მხარდაჭერა და ინკლუზია“,ღონისძიება გაიმართა

სესიაზე სიტყვით გამოვიდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეირინე წაქაძე. მოდერატორი, ჟენავაში გაეროს…

ირაკლი კობახიძე -ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია

ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები. „ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევიან ევროკავშირის ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ზომა. ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია. ელჩი ხომ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებს. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველო პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IFTM Top Resa

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa მონაწილეობს. მსოფლიოშიერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე,…