საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa მონაწილეობს. მსოფლიოშიერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთანერთად წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე კერძო სექტორის 10-მდე კომპანია.გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საფრანგეთის წამყვანტუროპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან, შეხვედრების მთავარიმიზანია ფრანგულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყანაშიტურისტული ნაკადების გაზრდა.გამოფენაზე საქართველო სტენდს გაეცნო და შეხვედრებს დაესწრო საფრანგეთშისაქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი.საქართველოს სტენდზე გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის: სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელკურორტებს, სათავგადასავლო ტურიზმს, კულტურულ მემკვიდრეობას, ასევეღვინისა და კულინარიულ ტურიზმს.IFTM Top Resa მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ღონისძიებაა.გამოფენაში 100-ზე მეტი ქვეყნის 1 400-ზე მეტი ტურისტული კომპანია დაორგანიზაცია მონაწილეობს, სტუმრების რაოდენობა კი 30 ათასს აღემატება.