ირაკლი კობახიძე- თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მეგობარ აქტს რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება -ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ, იმას, თუ რამდენად არის ასახული ამ დოკუმენტებში სიმართლე

თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მეგობარ აქტს რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს  თურქმენეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურის  თქმით, ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ, იმას, თუ რამდენად არის ასახული ამ დოკუმენტებში სიმართლე. „ოპოზიციას ძალიან ბევრი მაშველი რგოლი გადმოუგდეს, თუმცა, არც ერთმა არ უშველა, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. მთავარია საზოგადოების შეფასება. თუ რომელიმე აქტში, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ან იგივე, მეგობარ აქტში არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის. აბსოლუტურად გაცვდა ყველა სიცრუე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვრცელდებოდა  კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან. ამიტომ, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მეგობარ აქტს რაიმე ეფექტი შეიძლება  ჰქონდეს, ძალიან ცდება. ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ, იმას, თუ რამდენად არის ასახული ამ დოკუმენტებში სიმართლე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  – 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად,ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება, მათ შორის, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები

ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წლისთვის საქართველო სრულად მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. აღინიშნა დიალოგის ხელშეწყობისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა მსოფლიოში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფისთვის. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე, ასევე გაეროს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების,  ისევე, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გატარებულ რეფორმებზე. პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი  მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი: ვის, ვის და ხაზარაძეს, გამოცდილ ბანკირს, გამორჩა გადასახადი, დაავიწყდა კონტრაქტი – საქმე ძალიან საეჭვო კორიფციულ გარიგებაშია, პოლიტიკური დივიდენდებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ გერმანიის ელჩი სამარცხვინოდ უფასოდ ცხოვრობდა ოპოზიციონერი „პოლიტიკოსის“ სახლში

ვის, ვის და ხაზარაძეს, ასეთ გამოცდილ ბანკირს, გამორჩა გადასახადი, დაავიწყდა კონტრაქტი, თან თუ საქმე ბინას,სახლს და…

ლევან მახაშვილი: საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით – სათანადო შეფასებას მივცემთ თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ მშვიდად და სიბრძნით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით. იქნებიან ძალები, რომელთა მოთხოვნები და გადაწყვეტილებები უსამართლო იქნება; იქნებიან…

ზურაბ ქადაგიძე: მეტი სკანდალი რა უნდა იყოს – გერმანიის სახელმწიფო, საკუთარ ელჩს აცხოვრებს რადიკალი ოპოზიციონერის ბინაში, არ არსებობს კონტრაქტი, არ არსებობს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი და შესაბამისად – გონივრული ეჭვია, რომ ელჩი ფიშერი და ხაზარაძე “ატკატებსაც” ჩალიჩობდნენ ?!

„გუშინ მიმართა ხაზარაძის მეუღლემ ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის და რა გამოდის, კონტრაქტი აქამდე დადებული არ იყო და ელჩი…

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.  განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ. “საქართველოს კონტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუქტის „გ“ ქვეპუნტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2025 წლის 4 ოქტომბერს”,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის N05/08/01 განკარგულებაში.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს კონფერენციის ფარგლებში, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უზბეკეთს…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლზე. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის  უზრუნველყოფას.

თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩი მონიკა ქარაულის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში

“მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის, ელჩი მონიკა ქრაულის პატივსაცემად გამართულ…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ. საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ანტონიო გუტიერეშმა და სერდარ ბერდიმუჰამედოვმა. ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა. პრემიერ-მინისტრი აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის – როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის  დამაკავშირებელი დერეფნის – როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. გაეროს კონფერენციის გახსნამდე სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს სიტყვით მიმართა თურქმენეთის ეროვნულმა ლიდერმა, სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა.ოფიციალურ ღონისძიებას ავაზას კონგრესცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

სემეკის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას მელიორაციის სექტორი დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ მომსახურებას – *303#-ს მელიორაციის სექტორი დაემეტა.მობილურ ტელეფონებზე…

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს მხარდაჭერით გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში თურქი სპეციალისტები ქართველ ინსტრუქტორებს გადაამზადებენ

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ’’ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული…

მაკა ბოჭორიშვილი- გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია

გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა და ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია,  – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან კონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით „გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა. ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განხორციელდება პრემიერ-მინისტრის დონეზე და მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია  ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ზოგადად, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რასაც საქართველო აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას.  ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საქართველოს როლი წინ წამოვწიოთ და ვისაუბროთ საქართველოს როლზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის შემადგენელ ნაწილზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.