სემეკის მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას მელიორაციის სექტორი დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ მომსახურებას – *303#-ს მელიორაციის სექტორი დაემეტა.მობილურ ტელეფონებზე *303#OK-ის აკრეფით, მელიორაციის სექტორისმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააფიქსირონ მომარაგების წყვეტა ოპერატიულირეაგირებისთვის, მიიღონ ინფორმაცია ქვითრის, მიმდინარე ბალანსის, წყალსარგებლობისგანრიგისა და მორწყვის ოპერაციის შესახებ. ასევე, შეუძლიათ მოითხოვონ დარიცხვისგადამოწმება და მომარაგების პრობლემაზე რეაგირება.*303# არ საჭიროებს ინტერნეტ მომსახურებასა და აპლიკაციის გადმოტვირთვას.სისტემა ავტომატურად ახდენს მობილური ნომრის იდენტიფიცირებას, მობილურიტელეფონის ეკრანზე აჩვენებს მიწის ნაკვეთს, წყალსარგებლობის შეთანხმების ნომერს.303#-ის სერვისის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება დამომხმარებლისთვის მომსახურე კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება. 2020 წლიდანმომსახურება მოქმედებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგებისმომხმარებლებისთვის. დღემდე, *303#-ზე 6 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.303#-ის მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „სელფის“მომხმარებლებისათვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება