მარიამ ქვრივიშვილი-გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ აქცენტს დაკავშირებადობასა და შუა დერეფანში საქართველოს როლზე გააკეთებს

გაეროს კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა  და მდგრადი  განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის შუა დერეფანში. „სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს გაეროს კონფერენციაში. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონფერენციის ფარგლებში სიტყვით  გამოსვლისას  განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის შუა დერეფანში და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის,რომ გავაძლიეროთ ჩვენი ტრანზიტულ-ლოგისტიკური როლი. მათ შორისაა როგორც მაგისტრალური გზების მშენებლობა,ანაკლიის პროექტი,  ახალი საერთაშორისო აეროპორტი  და ყველა ის მიმდინარე  და დაგეგმილი პროექტი, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას შუა დერეფანში, ისევე, როგორც დაკავშირებადობას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.