ვატო შაქარიშვილი: გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს

ვატო შაქარიშვილი: გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა,…

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოცემული განკარგულება…

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ქუჩების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გზების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმშიგანაგრძობს. გზის სავალი ნაწილი, კონტეინერები და გაჩერებები ამჯერადგლდანის რაიონში,…

პრემიერი – ჩვენი მიზანი არის მარტივი – 64 მუნიციპალიტეტში უნდა მოვიგოთ მერის და საკრებულოს არჩევნები და ამას აუცილებლად მივაღწევთ, ალბათ ოპოზიციის რეალური ამოცანა არის საკრებულოებში ფრაქციების შექმნა, რაც შეეხება თბილისს, დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს

ჩვენი მიზანი არის მარტივი – 64 მუნიციპალიტეტში უნდა მოვიგოთ მერის და საკრებულოს არჩევნები და ამას აუცილებლად…

ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფულებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)  საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა

2024 წლიდან თორნიკე ნოზაძე ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის…

თამთა მეგრელიშვილი: მამუკა ხაზარაძე კორუფციულ გარიგებაში იყო გერმანიის ელჩთან – ხაზარაძის ცოლსა და გერმანიის საელჩოს შორის ქონების ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობდა, თუმცა მათ შორის ურთიერთობა გრძელვადიან სახეს ატარებდა და ეს შეთანხმება სამართლებრივად იყო უჩინარი

მამუკა ხაზარაძე კორუფციულ გარიგებაში იყო გერმანიის ელჩთან, კერძოდ, ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონება გარკვეული თანხის სანაცვლოდ…

ზაალ ანჯაფარიძე: ფაქტი, რომ გუშინ მიმართა ხაზარაძის ოჯახმა საჯარო რეესტრს ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნით, მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე – აქამდე არ არსებობდა არანაირი კონტრაქტი და დიდი ეჭვი ჩნდება ხომ არ იყო ხაზარაძე კორუფციულ გარიგებაში გერმანიის ელჩთან, რომელიც მის ერთ-ერთ სახლს ქირაობს

„მაინც მერამდენედ უნდა იქნას გამოჭერილი ტყუილში მამუკა ხაზარაძე, რომ მიხვდეს ან მიახვედრონ – პოლიტიკაში მისი ადგილი…

მაკა ბოჭორიშვილი – „მეგობარი აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი

„მგონი ქართულ საზოგადოებას კითხვები არ აქვს კონგრესმენ ჯო უილსონთან დაკავშირებით, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებს ძალიან ბევრ არასწორ…

ირაკლი კობახიძე – დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ

დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად აქცევს, რომელიც აერთიანებს კონტინენტებს  და  აკავშირებს ბაზრებს. „ჩემთვის დიდი პატივია გაეროს მესამე კონფერენციას „ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის“ მივმართო საქართველოს სახელით, რომელმაც შეძლო და შეზღუდვად-აღქმული გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ უპირატესობად აქცია რეგიონული დაკავშირებადობისა და გლობალური ვაჭრობის განვითარებისთვის. ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, ისტორიულად წარმოადგენდა ბუნებრივ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს ჩვენ  ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად გვაქცევს, რომელიც კონტინენტებს აერთიანებს და ბაზრებს აკავშირებს“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული ბიზნესისთვის საქართველო ყველაზე მოკლე სახმელეთო მარშრუტს წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისკენ, არამედ ცენტრალური აზიისა და უფრო ფართო აღმოსავლური ბაზრებისკენ. „ჩვენი აღმოსავლელი, სახმელეთო მეზობელი ქვეყნებისათვის საქართველო გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ევროპის კარიბჭეა. თუმცა, მხოლოდ კარიბჭეობა საკმარისი არ არის, საჭიროა, რომ ეს კარიბჭე ეფექტიანი იყოს. სატრანზიტო ოპერაციების ეფექტიანობა მოითხოვს გააზრებულ პოლიტიკურ არჩევანს, სტრატეგიულ ინვესტიციებსა და მომსახურების მაღალი ხარისხისადმი ერთგულებას.  სწორედ ამ გზას ადგას საქართველო უკვე ათწლეულზე მეტია და შედეგებიც ამას ადასტურებს“, – განაცხადა პრემიერმა.

Agile Spirit 2025-ის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით გაიმართა

Agile Spirit 2025 ფარგლებში, ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული ასეულის დონისქვედანაყოფის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა.კომბინირებულ…

მაკა ბოჭორიშვილი-საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის არის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ვხედავთ ამ პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმეტად გამოყენების მცდელობებს

საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის არის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და ევროპელი პარტნიორების მხრიდან,…

საქართველოს პრეზიდენტი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის…

პრემიერი – სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 20 ივნისის საქმეზე – რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ…

თურქმენეთის ქალაქ ავაზაში მიმდინარე გაეროს კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და პოლიტიკური დიალოგის დინამიკა. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების…

ირაკლი კობახიძე – პირველი აღიარება მოვისმინეთ, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა,კიდევ უფრო საინტერესოა,  რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მთავარი კითხვა

პირველი აღიარება მოვისმინეთ, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მთავარი კითხვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურის  თქმით, საინტერესოა, სინამდვილეში, იყო თუ არა ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების გაქირავებას. „პირველი აღიარება უკვე მოვისმინეთ. რეალურად, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე. თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. რეალურად, მართლა გადასახადის არ გადახდას ჰქონდა ადგილი, თუ სინამდვილეში, არ იყო არავითარი ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების გაქირავებას. ეს არის ახლა მთავარი კითხვა. პირველი აღიარება მოვისმინეთ, თუმცა შესაძლოა უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება, რომელიც მომავალში შეგვიძლია მოვისმინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.